Робота для біженців з України
ჭადრაკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭადრაკის მასწავლებელი
მომწოდებელი: თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ჭადრაკის მასწავლებლის 1 ვაკანტურ პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: 12 სთ/კვირაში.

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1.1 კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის ეთიკის კოდექს;
1.2 უნდა ჰქონდეს საშუალო ან საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა დასრულებული;
1.3 უნდა ჰქონდეს ჭადრაკის მწვრთნელის სერტიფიკატი;

კონკურსის ეტაპები:

ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება;
გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს:

ა) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
ბ) ფლობდეს საგანმანათლებლო ელ. რესურსის მოძიების უნარს;

უნდა ჰქონდეს - უნდა ჰქონდეს მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება (ჯგუფური ან ინდივიდუალური);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : hr@gast.edu.ge

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში დავის დასრულებამდე. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე