Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=633914&print=yes&view=jobs
 
ტრანსპორტის მართვის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge) აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

სამუშაოს აღწერა:

** აღრიცხოს და გააკონტროლოს შპს-ს ბალანსზე რიცხული ავტო-სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის სპეც. ტექნიკა და გენერატორები);
** უზრუნველყოს შპს-ს კუთვნილი ავტო-სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების ორგანიზება, ტექნიკური გამართულობა (მათ შორის ტექ-დათვალიერება) და სათადარიგო ნაწილებით, საწვავით და საცხებ-საპოხი და სარეკლამო მასალებით (მაგ. ბრენდირება) მასალებით უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს საწვავის ხარჯვის კონტროლი და აღრიცხვა;
** უზრუნველყოს სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავება, გავლილი მანძილის და გადატანილი ტვირთის ოდენობის გათვალისწინებით გადამზიდავების (მძღოლები) ხელფასის, გამომუშავების და მივლინებების დათვლა/კონტროლი;
** უზრუნველყოს ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვა, ექსპლუატაცია და ტექნიკური გამართულობა, კერძოდ კომპანიის კუთვნილი ქონების სარემონტო სამუშაოების და კაპიტალური შეკეთების ორგანიზება, მათ შორის ინვენტარის შეკეთება, საჭიროების შემთხვევაში ახლის შექმნის ორგანიზება (მაგ. საოფისე ინვენტარის დამზადება);
** კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს შენობაში ელექტრო, გათბობის, წყალ-საკანალიზაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირებას;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით უზრუნველყოს მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა, მომსახურების და სამეურნეო შესყიდვების წარმოება, მათ შორის შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების შედგენის ორგანიზება და გაფორმება;
** აღრიცხოს, გააკონტროლოს და და შტრიხკოდოს შპს-ს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, მათ შორის მათი მოძრაობა-გადაადგილება-ჩამოწერა და პერიოდული ინვენტარიზაცია;
** მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
** გააკონტროლოს დაქვემდებარებულთა მიერ შესრულებული / შესასრულებელი სამუშაო;
** წარმოადგინოს მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიში;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (სასურველია მინიმუმ 1 წელი);
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 14 ივნისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "ტრანსპორტის მართვის მენეჯერის ასისტენტი " ბათუმში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დიასახლისი ბათუმში".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია