Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის (პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნა) პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30
ანაზღაურება: 1300-1500 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის თაროებზე დროული და სტრატეგიული განთავსება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** თაროების შევსებისა და სისუფთავის კონტროლი;
** პროდუქციის კატეგორიზაცია და გაყიდვადი პოზიციების თვალსაჩინო განლაგება;
** აქციური და პრომო ზონების მოწყობა და მართვა;
** სავაჭრო ობიექტებში FIFO პრინციპის დაცვა და ვადაგასული/დაზიანებული პროდუქციის იდენტიფიცირება;
** მარაგების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების ინიცირება;
** სავაჭრო ობიექტების პერსონალთან ეფექტური კომუნიკაცია და კლიენტებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარები და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.minadze@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე