Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=633841&print=yes&view=jobs
 
პროექტების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** კომპანიაში მიმდინარე პროექტების აღსრულების მონიტორინგი;
** პროექტების მუდმივი მონიტორინგი მიზნებთან და ვადებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** პროექტიდან გამომდინარე განახლებული ბიზნეს პროცეს (ებ)ის გაწერა, შეთანხმება და დანერგვა - ცვლილებების მართვა;
** არსებული ბიზნეს პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაციის გზების გამოვლენა და ცვლილებების განხორციელება დადგენილი წესით;
** პროექტის გუნდების და IT გუნდების სამუშაოების კოორდინაცია, მათი საქმიანობის შემაჯამებელი პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
** სხვა პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** MS Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ პროფესიონალურ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერილობითი უნარი;
** PMP (Project Management Professional) სერთიფიცირება ან პროექტების მართვის სიღრმისეული კურსის გავლა (მაგ. Master`s Certificate in Project Management) ჩაითვლება უპირატესობად;

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პროექტების მართვის სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივნისი.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია