Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (- B2 ან მეტი); რუსული ენის მცოდნე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა; MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია 1C - ERP სისტემის ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის კატეგორიის განვითარების სტრატეგიის მორგება ადგილობრივი ბაზრის რეალობისთვის და შესრულება;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შესაქმნელად;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** მომგებიანობის ანალიზი და ფასების სტრატეგიის ოპტიმიზაცია;
** კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი;
** მომწოდებლებთან კომერციულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** გაყიდვების მონაცემებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი;
** შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, შეკვეთები, გაყიდვები, სწავლება) მჭიდრო კომუნიკაცია;
** პრომო აქტივობების დაგეგმვა და ა.შ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.06.2025 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე