Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=633776&print=yes&view=jobs
 
დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დამხმარე (Housekeeping Boy).

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, 1 საათი შესვენება, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
** ანაზღაურება: 1000 ლარი (Net)
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრებში დამატებითი საწოლის ატანა/ჩამოტანა, შეერთება/განცალკევება;
** სასტუმროს ნომრების სარეცხისა და უნიფორმების სამრეცხაოში გაგზავნა და მიღება;
** ოთახის მომსახურება;
** ფარდების ჩამოხსნა/დაკიდება;
** მცენარეების მორწყვა;
** ხალიჩების მორეცხვა;
** მარაგების დათვლა;
** ნაგვის გატანა;
** წყლების დასაწყობება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
** თავაზიანობა;
** პრობლემის დროულად აღმოჩენისა და სწრაფად რეაგირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და მისი დროულად შესრულების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ან მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია