Робота для біженців з України
დარბაზის ადმინისტრატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ფოთის ფილიალში (კოსტავას 17)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 08:00-15:30/16:30-24:00
** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე
** ანაზღაურება: 900₾ + ბონუსი

მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განლაგების/შევსების კონტროლი.
** საჭიროებისამებრ თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
** სამუშაოს დაწყება დასრულებისას სავაჭრო სივრცის გაღება/დაკეტვა.
** სავაჭრო დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა. (პროდუქციის დროული განთავსება სავაჭრო დახლზე, უსარგებლო ნარჩენების (მუყაოს ყუთი, პოლიეთილენის პარკები) ეტლებისა და კალათების სავაჭრო დარბაზიდან გატანის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით
https://forms.gle/UqApphznyihaLcfF8

გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)

ან დაგვირეკოთ და ჩაეწეროთ გასაუბრებაზე 577 207 117 (სამუშაო საათებში 09:00-18:00)

გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე