დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ალფა დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ალ. ყაზბეგის N16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების დეპარტამენტიდან შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება (პოლისი, ხელშეკრულება);
** გაცემული პოლისების პროგრამულად აღრიცხვა;
** პოლისში ან/და ხელშეკრულებაში ცვლილების შემთხვევაში პროგრამულად შესაბამისი ცვლილებების ასახვა (მაგ: პოლისის გაუქმება და გადასახდელი/დასაბრუნებელი პრემიის შესახებ ინფორმაციის გაცემა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|