Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=633679&print=yes&view=jobs
 
ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ედვერთაიზერი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"ნავნე" არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს) მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე "Navne Home" - სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი (სამუშაო არის ნაწილობრივ ჰიბრიდული, კვირის განმავლობაში ორი დღე მაინც იქნება ოფისში მოსვლა საჭირო)
** გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი დღე დასვენება
** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** ბრენდის მიზნებზე დაფუძნებული კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads, Google Ads, TikTok და სხვა არხებზე);
** ბრენდის სამიზნე აუდიტორიების სწორად განსაზღვრა;
** მარკეტინგის გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია, რეკლამის მიზნების განსაზღვრისა და სწორი თარგეთირებისთვის;
** ბიუჯეტის ეფექტური განაწილება სხვადასხვა არხებსა და აუდიტორიებზე;
** Google Ads-ის სარეკლამო კამპანიების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ეფექტური განხორციელება;
** Youtube-ის სარეკლამო კამპანიების მართვა;
** რეკლამის შედეგების მუდმივი მონიტორინგი და რეპორტინგი;
** A/B ტესტირება, სხვადასხვა ვიზუალის, ტექსტის და აუდიტორიის ვარიანტების შედარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ციფრული მედიის ან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ედვერთაიზერის პოზიციაზე;
** სოციალურ მედია პლატფორმებზე გვერდების მართვის გამოცდილება;
** Google Analytics, Google ads, Facebook Ads Manager - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია