დასახელება:
ტექნიკური სამსახურის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
მეამა
|
გამოქვეყნდა: 13 მაისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
შპს "მეამა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00- 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
მისამართი: თბილისი, გივი ამილახვარის ქუჩა N2
ანაზღაურება: 1500
მოვალეობები:
** ელექტრო, გათბობა-გაგრილებისა და სხვა ტექნიკური სისტემების შემოწმება;
** ხარვეზების დადგენა;
** ტექნიკური საკითხების გადამოწმება და მხარდაჭერა სპეციალისტთან ერთად ან მისი მითითებით;
** მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების მონიტორინგში ჩართულობა და საჭიროებისამებრ ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან .
მოთხოვნები:
** ტექნიკური სისტემების ზოგადი ცოდნა (ელექტრო, გათბობა-გაგრილების სისტემები);
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ივნისი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|