დასახელება:
ედვერთაიზერი
|
მომწოდებელი:
Manamo Home
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას ედვერთაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი)
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული მედია არხებისთვის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** სოციალური ქსელის/საიტის, მართვა/განვითარება;
** SEO - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო კამპანიების წარმართვა (სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, რეკლამის მონიტორინგი და ანალიზი);
** Meta Advertising - (Facebook-ისა და Instagram-ის სარეკლამო კამპანიების (Facebook Ads Manager-ის გამოყენებით) სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა, ბიუჯეტის მართვა და ოპტიმიზაცია)
** Google Ads-ის სარეკლამო კამპანიების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ეფექტური განხორციელება დასახული მიზნების შესაბამისად.
** YouTube-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და გაშვება.
** რეკლამების ყოველდღიური მონიტორინგი;
** სოციალურ ქსელებში ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
** ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.
ჩვენ ვეძებთ: კრეატიულ და მოტივირებულ ადამიანს - მუდმივად სიახლეების შესწავლის/აღმოჩენის მქონე უნარით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ციფრული მედიის ან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** SEO ოპტიმიზაციის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
აუცილებელი უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.
ჩვენთან გელოდებათ:
** კომფორტული სამუშაო გარემო
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
ჩვენს გუნდში მუშაობის მსურველებს გთხოვთ გამომიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@manamohome.com - გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ედვერთაიზერი.
CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
|
|
|
|