დასახელება:
მოლარე-ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
კლინიკა მედი
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია.
კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:
** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო
კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბუღალტრის ვაკანტურ თანამდებობაზე:
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 1200 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სალაროს მეურნეობის წარმოება;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
** მენეჯმენტურ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** სასურველია საბანკო სფეროში (სალარო) ან საბუღალტრო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა, განსაკუთრებით კარგად უნდა ფლობდეს Excel-ს;
საქმიანი თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჩუქრებს დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელ ფასდაკლებებს პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულებს კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
|
|
|
|