Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=631976&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, შ. გოგიძის ქუჩა 6

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თერმო ცენტრის სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტებისთვის პროდუქციის მიწოდება;
** შეკვეთების უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირება;
** ავტომობილის მოვლა-მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა, მართვის მოწმობის C და E კატეგორია.
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** თავაზიანობა;
** ოპერატიულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია