Робота для біженців з України
ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: კურსი.ჯი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში - "Kursi.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).

სამუშაოს აღწერა: ქოფირაითერი პასუხისმგებელია მოიფიქროს და შექმნას მიმზიდველი ქონთენთი, რომელიც ეფექტურად მიაწვდის მიზნობრივ აუდიტორიას კომპანიის მთავარ გზავნილებს და პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციას, იქნება ეს სარეკლამო თუ საინფორმაციო მასალების მეშვეობით.

ძირითადი მოვალეობები:

** ქოფების წერა:

- კრეატიული და მიმზიდველი ქოფებისა და ქონთენთის შექმნა კომპანიის სხვადასხვა პლატფორმისთვის, მათ შორის ვებსაიტისთვის, სოციალური მედიისთვის, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგისთვის, ბლოგებისთვის, ბეჭდური მასალებისთვის და სხვა.
- ქოფების უზრუნველყოფა ისე, რომ ბრენდის ხმის, საკომუნიკაციო ენის, მთავარი გზავნილებისა და სტრატეგიული მიზნების გაზიარება სწორად მოხდეს მიზნობრივი აუდიტორიისთვის.

** ქონთენთის მოფიქრება:

- კრეატიული და საინტერესო ქონთენთის მოფიქრება კომპანიის ციფრულ არხებში კომუნიკაციისთვის.
- სხვადასხვა კამპანიების/მინი კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შემოქმედებითი იდეების მოფიქრება და აღსრულება.

** აუდიენციის ჩართულობა: ქონთენთის კომენტარებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა რეალურ დროში, ურთიერთკავშირის და ერთიანობის გრძნობის გასაღრმავებლად.

** კვლევა და ანალიტიკა

- ინდუსტრიის ტენდენციების, კონკურენტების და სამიზნე აუდიტორიის შესახებ ინფორმაციის ცოდნა.
- მოწოდებული ბრიფების გაანალიზება და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება ეფექტური ქოფების შესაქმნელად.

** კორექტირება და რედაქტირება: ქოფების გადახედვა და რედაქტირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც გრამატიკული სისწორე, ასევე ბრენდის სტილისა და ტონის სიზუსტე.
** კრეატიულობა და ინოვაციები: ქოფირაითინგისა და ბლოგის წერისთვის ახალი იდეებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარება გუნდისთვის, ქონთენთის რელევანტურობისა და მიმზიდველობის შესანარჩუნებლად.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** გამართულად წერის უნარი
** შემოქმედებითი უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა
** ციფრული არხების, ქონთენთის და ტრენდების ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@kursi.ge და საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ქოფირაითერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე