Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 25 მაისი
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ჰიბრიდული (40 სთ კვირაში)

ძირითადი მოვალეობები:

** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების განხორციელება სნეკის კატეგორიისთვის საქართველოსა და სომხეთში.
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მართვა, მათ შორის ATL (Above-The-Line) და BTL (Below-The-Line) კამპანიები.
** სარეკლამო სააგენტოებთან აქტიური მუშაობა და სარეკლამო კონტენტის, მასალების შექმნა კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
** ბრენდ მენეჯერის დახმარება მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში, ბრიფის, კალენდრების, კამპანიების შექმნაში, შედეგების ანალიზსა და სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.
** ახალი პროდუქტის განვითარების (NPD) პროცესის მხარდაჭერა, კომერციული საბჭოსთვის პროექტების მომზადება, გაყიდვების/სავაჭრო მარკეტინგის გუნდისთვის გაყიდვების სტიმულირების იდეების მიწოდება და განხორციელების მონიტორინგი.
** ახალი ინიციატივებისა და პროექტების მართვა, მათ შორის სხვადასხვა დეპარტამენტებთან მუშაობა წარმატებული განხორციელებისთვის.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის ან მსგავსი მიმართულებით
** 2+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, ბრენდის მართვის მიმართულებით
** მარკეტინგის პრინციპებისა და სტრატეგიების კარგი გაგება.კროს-ფუნქციონალურ გუნდებთან თანამშრომლობის გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა
** მოტივირებული, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური
** ძლიერი ორგანიზაციული და პროექტის მართვის უნარები.
** კრეატიული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები.

რას გთავაზობთ?

** მსოფლიო ბრენდებთან მუშაობა და ექსპერტული გამოცდილების გაღრმავება
** კომპენსაციისა და ბენეფიტების კონკურენტული პაკეტი
** PepsiCo-ს უწყვეტი სწავლისა და განვითარების რესურსებთან წვდომა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე