Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=631388&print=yes&view=jobs
 
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"აითი თექი" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს.

კომპანიის ახალი პროდუქტისთვის ვეძებთ CS-Cart პლატფორმის მცოდნე კონტენტ მენეჯერს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობებით:

** ვებ-გვერდისათვის პროდუქციის კონტენტის შექმნა, განთავსება და მართვა;
** ფოტო მასალების ატვირთვა;
** ახალი პროდუქციის საიტზე დამატება;
** საიტზე არსებული ინფორმაციის რედაქტირება;
** ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ტექნიკური მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საიტის განახლების პროცესში ჩართულობა;
** ვებ-გვერდზე არსებული პროდუქციის ფასთა კონტროლი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი), 1 საათიანი დასვენებით / განიხილება დისტანციურად მუშაობაც;
** ანაზღაურება 1000-1500 ლარი გამოცდილებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადის (6 თვე) შემდგომ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** CS-Cart პლატფორმის გამოცდილება (გამოცდილების გარეშე კანდიდატები არ განიხილებიან)
** ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** MS Excel პროგრამის ცოდნა საშუალო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ittech.ge 31 მაისის ჩათვლით და სათაურში მიუთითეთ "კონტენტ-მენეჯერი".

კანდიდატების განხილვა დაიწყება მაისის შუა რიცხვებიდან - არ გადადოთ გამოხმაურება! სათაურში მიუთითეთ "კონტენტ-მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია