Робота для біженців з України
საწყობისა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობისა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი:
** პროდუქციის მიღება- განთავსება;
** მიღებული პროდუქციის აღწერა/კონტროლი;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ნაშთის კონტროლი;
** დაბრუნებული პროდუქციის კონტროლი;
** ჩამოსაწერი პროდუქციის კონტროლი;
** საწყობში უსაფრთხოების ნორმებისა და სრული წესრიგის დაცვა;
** შიდა ლოგისტიკის ორგანიზება/კონტროლი - ფილიალებში, კლინიკებსა და მომხმარებლებთან პროდუქციის მიტანის/წამოღების უზრუნველყოფა;
** არსებული პროცედურების ანალიზი, ფიზიკური და სისტემური პროცესების რეგულარული მონიტორინგი და მათ სრულყოფაზე მუშაობა;
** ახალი პროცესებისა და პროცედურების შემუშავება/დანერგვა;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სასაწყობე პროცესების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
** გუნდის მართვა და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა;
** მხარდაჭერა სისტემის განახლებაში, განახლებების ტესტირებასა და მიგრაციაში;
** კომპანიის საოპერაციო სისტემაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მონაცემების ამოღება და დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და შეფასება;
** რეპორტინგი განხორციელებულ სამუშაოებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებული.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე