Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=629710&print=yes&view=jobs
 
მთავარი არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი არქიტექტორი
მომწოდებელი: სფერო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
კომპანია "სფერო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00 სთ)
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო წინადადებების დეტალიზაციაში, მომზადებაში, კონცეფციის შემუშავებაში, ესკიზის შედგენა-დამუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** საპროექტო დავალებისა და შედგენილი ესკიზის მიხედვით პროექტის სანებართვო პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, თანმდევი აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება-მომზადება.
** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება. საპროექტო დავალების მიხედვით მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთისათვის გადასაცემად;
** პროექტის განხორციელებისას წამოჭრილი საინჟინრო-ტექნიკური და არქიტექტურული საკითხების განხილვა;
** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;
** 41-ე დადგენილების მიხედვით შესაბამისი ნახაზების შედგენა;
** საზედამხედველო პროცედურების განხორციელება.
** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Archicad, AutoCAD);
** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Lumion, Revit);
** ეფექტური კომუნიკაცია მომიჯნავე პროფესიებთან;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: hr@sferoholding.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია