დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
ოჯახი
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
ქართველი მრავალშვილიანი ოჯახი, თავისი პერსონალით ეძებს გამოცდილ და ენერგიულ პირად მზარეულს, რომელიც შეძლებს ყოველდღიური ჯანსაღი, ნატურალური და ბალანსირებული მენიუს მომზადებას, გათვლილს როგორც ბავშვების, ისე მშობლების ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და ყოველდღიურ დატვირთვაზე. ეს არის მაღალი სტანდარტების პოზიცია, სადაც სუფთა და ნატურალური პროდუქტებით მომზადებული საკვები ცენტრალურ როლს თამაშობს. შესაძლებელია ორი მზარეული 15-15 დღიანი რეჟიმით ან ერთი სრულ განაკვეთზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური კვების დაგეგმვა და მომზადება (საუზმე, სადილი, ვახშამი, სასურსათე წასახემსებელი)
** მენიუს შექმნა, რომელიც ნატურალურ, ორგანულ და სეზონურ პროდუქტებზეა დაფუძნებული
** ბავშვებისთვის ადვილად მისაღები და ამავე დროს ჯანმრთელობის მხარდამჭერი კვების უზრუნველყოფა
** სკოლის და აქტივობებისთვის მოსახერხებელი, დაბალანსებული ლანჩბოქსების მომზადება
** ჯანსაღი სასმელების მომზადება (სმუზები, წვენები, მცენარეული ჩაიები, წყლის ინფუზები)
** პროდუქტის შერჩევა და შესყიდვა მხოლოდ სანდო და მაღალი ხარისხის მომწოდებლებისგან
** მზარეულის სივრცის ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა და ინვენტარის მართვა
** თანამშრომლობა ოჯახთან და სხვა პერსონალთან ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით
** საჭიროების შემთხვევაში მცირე ოჯახური შეკრებებისა და სტუმრების გამასპინძლება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კერძო მზარეულის ან მაღალი კლასის რესტორნის ჯანსაღი კვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ორგანული, სრულფასოვანი და სპორტული რეჟიმის მხარდამჭერი კვების ღრმა ცოდნა
** სასურველია კულინარიული განათლება და დამატებითი სერტიფიკატები დიეტოლოგიასა ან კვების მეცნიერებაში
** ბავშვებთან და ოჯახთან კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა, დისციპლინა
** მოქნილი, პოზიტიური და შრომისმოყვარე ხასიათი
** კონფიდენციალურობის და ოჯახის პირადი სივრცის პატივისცემა
ანაზღაურება: კონკურენტული, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
jobsprivate2025@gmail.com
|
|
|
|