დასახელება:
რეზერვი უნივერსალური
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 06 მაისი
|
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი უნივერსალური პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თელავი, წნორი, რუსთავი, თბილისი, ხაშური, ბორჯომი, საჩხერე
განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ძვირფასი ლითონების შეფასება
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 6 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|