Робота для біженців з України
ავტოსერვისის საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსერვისის საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გეზ მოტორსი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
სს "გეზ მოტორსი" აცხადებს ავტოსერვისის საწყობის თანამშრომლის ვაკანსიას.

პირობები:

** სრული განაკვეთი
** ლოკაცია: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 15
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი გამოცდილებიდან გამომდინარე
** დამატებით: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორაციული ტელეფონის ნომერი

მოვალეობები

** 40 მ2 ავტოსერვისის საწყობის მართვა
** ძირითადი საწყობიდან ან სხვა მომწოდებლისგან ტვირთის მიღება ავტოსერვისის საწყობში
** ტვირთის მიღებისას პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღწერა (საქონლის იდენტიფიცირება)
** პროდუქციის დასაწყობება სპეციფიკისა და პროდუქტის კატეგორიის გათვალისწინებით საწყობის თაროებზე
** გაყიდული პროდუქციის მიღებული ზედნადების (დოკუმენტის) მიხედვით პროდუქტის მოძიება, გადამოწმება და ავტოსერვის მენეჯერზე გაცემა
** ყოველდღიურ რეჟიმში გაყიდული პროდუქციის მარაგების შევსება ძირითადი საწყობიდან მოთხოვნის გზით
** პროდუქციის პერიოდული აღწერა და ანგარიშგება (ინვენტარიზაცია)
** საწყობში არსებული მასალების აღრიცხვიანობის წარმოება.

მოთხოვნები

** ლოჯისტიკის (კერძოდ საწყობის) სფეროში მცირე გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (კერძოდ Excel-ის და Outlook-ის)
** ანგარიშების გაკეთების უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები

** დეტალებისადმი ყურადღება
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gezmotors.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე