Робота для біженців з України
გუნდის წევრი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გუნდის წევრი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე.

გახდი გამორჩეული გუნდის წევრი და იზრუნე შენს კარიერულ ზრდაზე.

სამუშაო პირობები:
სრული სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად შენზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

** შერიფ ხიმშიაშვილის 9;
** ერას მოედანი;
** გრანდ მოლი (შერიფ ხიმშიაშვილის 29)

ანაზღაურება:

** საათობრივია და შესაბამისად ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარ საათების რაოდენობაზე;
** სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში შეადგენს 1000 ₾;
** ანაზღაურება მზარდია შიდა პოლიტიკით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად, პირველი ზრდა მუშაობის დაწყებიდან სამ თვეში მოხდება;
** ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში გაზრდილი საათობრივი ტარიფი;

ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით.

იმუშავე სასიამოვნო გარემოსა და მეგობრულ გუნდში;
შეიქმენი პირადი შემოსავლის წყარო;
მიიღე გამოცდილება სტაბილურ, საერთაშორისო კომპანიაში;
იმუშავე შენზე მორგებული გრაფიკით.

რას გთავაზობს მაკდონალდსი?

** დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ: გუნდის წევრი; ინსტრუქტორი; მენეჯერი

** 70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
** მაქსიმალური ხელშეწყობა სამუშაო განრიგის შედგენისას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სწავლისა და მუშაობის მარტივად შეთავსებას;
** ინდივიდუალური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები - თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, თვის/წლის სადგურის საუკეთესო თანამშრომელი, თანამშრომელთა დაბადების დღის პროგრამა, ბიზნეს პარტნიორის აღიარების პროგრამა;
** გუნდური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები -გუნდის საღამოები, შიდა გუნდური კონკურსები, ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მასტიმულირებელი სპორტული ღონისძიება, ექსკურსია და სხვა;
** შიდა ტრენინგები.

ინფორმაცია მთავარი მოთხოვნებისა და გუნდის წევრის პოზიციის ვალდებულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კარიერის გვერდზე.
შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/chat
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე