Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ტელეპერფორმანსი

 
ტელეპერფორმანსი

"ტელეპერფორმანსი" ციფრული ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ემსახურება და მათთვის მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს. "ტელეპერფორმანსი" მსოფლიოს 95 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს და, 500 000-მდე დასაქმებულს აერთიანებს. კომპანიის კლიენტთა რიცხვი 170-ზე მეტ ბაზარზე ისეთი ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიცაა საბანკო და საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, მედია, ჯანდაცვა, ტელეკომუნიკაციები, ელექტრონული კომერცია, ტრანსპორტირება და .

 

კომპანია საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და 2024 წლამდე "მეიჯერელ საქართველოს" სახელით იყო ცნობილი. დღეს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 5 ოფისში 2500-მდე თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია საქართველოდან 12 საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება, რომლებიც ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ტრანსპორტირება, და ტექნოლოგიები. "ტელეპერფორმანსი" სანდო პარტნიორობას ისეთ წამყვან ბრენდებს უწევს, როგორიც ASUS-ია

 

თანამშრომლებზე ზრუნვა და კორპორაციული პასუხისმგებლობა "ტელეპერფორმანს საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა; აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ოფიციალურად მოიპოვა Great Place to Work-ის პრესტიჟული სტატუსი და მელიორა 2023-ზე წლის პასუხისმგებელ დამსაქმებლადაც დასახელდა.

 

"ტელეპერფორმანსისა" და "მეიჯერელის" ძალების გაერთიანებით მსოფლიო ბაზარზე შეიქმნა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.

ჩვენი ვაკანსიები იხილეთ: https://tp-georgia.softgarden.io/en/vacancies

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
რუსულ და ინგლისურენოვანი კლიენტთა ოპერაციების ექსპერტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში ტელეპერფორმანსი ტელეპერფორმანსი 06 მაისი 19 მაისი
გადაიტანე Facebook-ზე