შარმ ტრეიდინგი
![]() |
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. მცირე რესურსების მიუხედავად, ახალგაზრდა და მონდომებულმა გუნდმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. კომპანიის საქმიანობა, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა, ძალიან მალე რეგიონული მასშტაბის ქსელად იქცა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, "შარმ ტრეიდინგი" გახდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში. დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Rexona, Axe, Dove, Clear, Sunsilk, Domestos, Lipton, Calve, Algida, Kalina, Persil, Perwoll, Palette, Schauma, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse Carlsberg, Tuborg, Baltika, Friso, და სხვა. "შარმ ტრეიდინგ"-ში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით - 1000. ეს გახლავთ პროფესიონალთა ის ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანური რესურსები და მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა, ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომის მოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ გუნდური მუშაობა, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად. ჩვენი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sharm.ge | https://www.facebook.com/SharmTradingDistributionCompaniesnewjob |
| დასახელება | მომწოდებელი | გამოქვეყნდა | ბოლო ვადა | ||
|---|---|---|---|---|---|
| ტრენერი $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| მერჩენ-პრისეილერი - ქუთაისი REG $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| საწყობის თანამშრომელი $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| სავაჭრო წარმომადგენელი |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| კონტროლის სპეციალისტი $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| ბრენდ მენეჯერის ასისტენტი |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| ბრენდ მენეჯერი |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| საწყობის თანამშრომელი - ბათუმი REG $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| C კატეგორიის გადამზიდი - ბათუმი REG $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| სავაჭრო წარმომადგენელი - მარნეული REG $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 17 ნოემბერი | 17 დეკემბერი | |
| შემმოწმებელი $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 31 ოქტომბერი | 30 ნოემბერი | |
| ინვენტარიზაციის სპეციალისტი $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 31 ოქტომბერი | 30 ნოემბერი | |
| მონაცემთა ბაზის ოპერატორი $$ |
|
შარმ ტრეიდინგი | 31 ოქტომბერი | 30 ნოემბერი |

