ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ლაზიკა კაპიტალი

 
ლაზიკა კაპიტალი

2000-2007 წლებში, საერთაშორისო ბრიტანული ორგანიზაცია Oxfam- ის უშუალო მონაწილეობით და ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, "ლაზიკა კაპიტალი" ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. აღნიშნულ პერიოდში, ორგანიზაციამ განახორციელა ბევრი საინტერესო ეკონომიკური და სოციალური პროექტი.

2007 წლის დეკემბერში, "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის" შესაბამისად, მოხდა ორგანიზაციის ტრანსფორმაცია სააქციო საზოგადოებად, "ლაზიკა კაპიტალი"-ს სახელწოდებით და კომპანიამ დაიწყო აქტიურად გაფართოება დასავლეთ საქართველოს ძირითად რეგიონებში. ამჟამად "ლაზიკა კაპიტალი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 18 ფილიალით და ადგილობრივ მეწარმეებს და ფერმერებს სთავაზობს 100000 ლარის ფარგლებში სესხებს საპროცენტო განაკვეთებისა და გადახდის გრაფიკების ძალიან ფართო დიაპაზონით.

"ლაზიკა კაპიტალი"ს ძირითად ფასეულობას წარმოადგენს ადამიანი. ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს "ლაზიკა კაპიტალის" გუნდის წევრების განვითარებაზე, მათთვის სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. გუნდის წევრებს ხელს უწყობს რათა მუდმივად იყვნენ მოტივირებული ორგანიზაციის კლიენტებს გაუწიონ მაღალხარისხიანი მომსახურება.

შემოუერთდით "ლაზიკა კაპიტალი"ს პროფესიონალთა და მუდმივად განვითრებად გუნდს!

"ლაზიკა კაპიტალი" - ჩვენ გაფასებთ!

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ბუღალტერ-ოპერატორი - ცაგერი REG ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 18 ნოემბერი 18 დეკემბერი
საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების განვითარების მენეჯერი - ზუგდიდი, ქუთაისი REG ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 18 ნოემბერი 18 დეკემბერი
მძღოლი - ზუგდიდი REG ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 18 ნოემბერი 18 დეკემბერი
პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის ექსპერტი - რეგიონები REG ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 18 ნოემბერი 18 დეკემბერი
განვადების მენეჯერი - რეგიონები REG ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 03 ნოემბერი 03 დეკემბერი
საკრედიტო ექსპერტი - რეგიონები REG ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 30 ოქტომბერი 30 ნოემბერი
საკრედიტო ექსპერტი/სტაჟიორი - რეგიონები REG ლაზიკა კაპიტალი ლაზიკა კაპიტალი 30 ოქტომბერი 30 ნოემბერი
გადაიტანე Facebook-ზე