Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ოპტიკა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"ოპტიკაში" გვესაჭიროება თანამშრომელი კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია გამოცდილება ამ სფეროში
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
** მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** სხვა დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + გეგმა გადაჭარბების ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: glassescenter01@gmail.com. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ანაზღაურების და სამუშაო გრაფიკის შესახებ საკითხები განხილული იქნება გასაუბრებაზე.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე