Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: კორპორაცია ქართული ღვინო
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შპს "კორპორაცია ქართული ღვინო" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

"კორპორაცია ქართული ღვინო" დაარსდა 1999 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ღვინის წარმოება და რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდებს: http://www.cgw.ge/ | https://www.facebook.com/CGW.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიისა სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
** ციფრული კომუნიკაციისთვის დიზაინის შემუშავება/მომზადება;
** ვებ-გვერდისთვის ბანერების შექმნა;
** დიზაინის კონცეფციის განვითარებაზე ფიქრი და მუშაობა, ბრენდის შესაბამისობაში მოყვანა;
** ლოგოებისა და ეტიკეტების დიზაინის შექმნა;
** პროდუქციის რენდერების მომზადება;
** პრომომასალების დიზაინის შემუშავება;
** პოლიგრაფიული მასალის დიზაინი/ტექნიკური აწყობა;
** ბანერებისა და სხვა ტიპის სარეკლამო მასალის დიზაინი/ტექნიკური აწყობა;
** არსებული დიზაინების მუდმივი განახლება, ტრენდების გაცნობა, განვითარება და მათი გრაფიკულ ფორმატში აწყობა;
ფოტოების გადაღება;
** სარეკლამო ვიდეო რგოლები (როგორც, ხმოვანი და ანიმაციური ვიდეო რგოლების შექმნა);
** სარეკლამო კომპანიებსა და ბეჭდურ მედიასთან ურთიერთობა;
** მიმდინარე და სამომავლო პროექტების ორგანიზება და მათზე კონტროლი.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3D პროგრამაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (გრაფიკული დიზაინის მიმართულებით);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
** პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Corel Draw; 3D; Adobe Photoshop, Adobe Illustrator
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კრეატიული აზროვნება;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე: info@cgw.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15 მაისი, 2024 წ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე