Робота для біженців з України
მძღოლი/კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი/კურიერი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
შპს "ვივო მედიქალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის/კურიერის პოზიციაზე.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას 1;
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1000-1200 ლარამდე

კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილს: მსუბუქი სატვირთო ავტომობილი - ფორდ ტრანზიტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო მასალების ტრანსპორტირება;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე - vacancy@vivomedical.ge. სათაურის ("subject") ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი/კურიერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598 44 75 27.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე