Робота для біженців з України
მათემატიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: UG სკოლა
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
შპს "იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** სკოლაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კანდიდატს უნდა შეეძლოს მათემატიკის გაკვეთილების ინგლისურ ენაზე ჩატარება;
** საერთაშორისო სერტიფიკატების ფლობა ან საერთაშორისო პროგრამის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ugschool77@gmail.com (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. N 77ა.

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 01.06.2024წ

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე