Робота для біженців з України
სერვისის კონსულტანტი/მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის კონსულტანტი/მოლარე
მომწოდებელი: ელ კამინო
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
მექსიკური სწრაფი კვების ობიექტი საქართველოში "ელ კამინო" გახლავთ ებრაულ - ქართული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილი კომპანია.

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე https://tsur-group.com/en

სწრაფი კვების ობიექტი "ელ კამინო" ეძებს გუნდის ახალ წევრებს სერვისის კონსულტანტის/მოლარის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 სამუშაო საათი).
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N 40;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass

მოვალეობები:

** მომხმარებლების სწრაფი და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** პროგრამაში სალარო ოპერაციების განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების მაგიდების მოწესრიგება;
** სამუშაო ადგილზე ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ჩვენი მოთხოვნებია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

თუ გსურს, რომ გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@beyo.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე