Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ელ კამინო
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
მექსიკური სწრაფი კვების ობიექტი საქართველოში "ელ კამინო" გახლავთ ებრაულ-ქართული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილი კომპანია.

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://tsur-group.com/en

სწრაფი კვების ობიექტ "ელ კამინოსათვის" ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მზარეულის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1300-1500 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 სამუშაო საათი).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 40.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;

მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების და რეცეპტების დაცვით კერძების მომზადება;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სამზარეულოში სისუფთავის დაცვა და კონტროლი;
** სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტების დაცვა;
** მარაგების კონტროლი;
** შეკვეთების გაკეთება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

ჩვენი მოთხოვნებია: მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

თუ გსურს, რომ გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@beyo.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე