Робота для біженців з України
წარმოების სპეციალისტი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე (დეგუსტაციების და საწარმოო პროცესების მიმართულებით) ყვარელში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყვარლის საწარმოში სტუმრების მიღება და დეგუსტაციების ჩატარება კომპანიაში არსებული ინსტრუქციების შესაბამისად
** დეგუსტაციების მოსამზადებლად საჭირო სრული საორგანიზაციო პროცესების მართვა
** დეგუსტაციებისთვის საჭირო მასალების კომპანიაში არსებული პროცედურების შესაბამისად შესყიდვა
** დეგუსტაციებისა და საწარმოს ტურების ანგარიშსწორების უზრუნველყოფა და ბუღალტერიის სამსახურთან რეპორტინგი
** წარმოების ღვინის მაღაზიის მეთვალყურეობა და ნაშთების კონტროლი
** ღვინის წარმოების პროცესში მონაწილეობა მეღვინის მითითებების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მეღვინეობის, ან მომსახურების სფეროს მიმართულებით
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე
** სასურველია რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე

სხვა მოთხოვნები:

სასურველია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი, მე-4 კარის ტერიტორია, სს "თბილღვინოს" წარმოება
სამუშაო საათები: 9:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე