Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Makratelli
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"Makratelli" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"Makratelli" არის ტანსაცმლის სააგენტო, რომელიც B2B კლიენტებს სთავაზობს მომსახურებას დიზაინის, პროდუქტის განვითარების, წარმოების მიმართულებებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში დადგენილი პროცედურების მიხედვით შესყიდვების წარმოება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მოწოდების პირობების შეთანხმება და ფასების მონიტორინგი;
** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** საწყობის მენეჯერისთვის პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული შესყიდვების განხორციელება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესყიდვების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ში მუშაობის გამოცდილება)
** თურქული და ინგლისური ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახულობა;
** ადაპტაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ შარაშიძის 10

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@makratelli.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე