Робота для біженців з України
დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: ფაბრიკა
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"Hostel Fabrika • ფაბრიკა" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის შესრულება პროცედურების დაცვით.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR.Fabrika@fabrikatbilisi.com 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე