Робота для біженців з України
საქმეთა მწარმოებელი/საიტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი/საიტის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს მულტი-ინდუსტრიულ ბიზნეს ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. GIG ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ახორციელებენ ინვესტიციებს მასშტაბურ პროექტებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას და სამშენებლო მასალების წარმოებას. ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს არადაკავშირებულ სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ აქტიურ ზრდას და განვითარებას, ახალ ბიზნეს სექტორებში შესვლას და პოზიციების შემდგომ გამყარებას. ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ახალ წევრებს, რომლებსაც იზიდავთ მასშტაბური, მრავალფეროვანი და საინტერესო გამოწვევები და ამავდროულად დაინტერესებულნი არიან აქტიური და სწრაფი პიროვნული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებით!

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" http://www.gig.ge შვილობილი კომპანია "ტიფლის სითი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)", რომლის ძირითადი საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა, აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის/საიტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
** სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა აქტების წარმოება;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
** სამშენებლო ობიექტის (მოთხოვნის შესაბამისად) სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობების დადგენა;
** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, დასრულებული უმაღლესი განათლება სამშენებლო ან არქიტექტურული მიმართულებით;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე, სამშენებლო ობიექტების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენა-ანალიზის გამოცდილება;
** MS Office (Word, Excel, Outlook) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, მნიშვნელოვანია სამშენებლო დოკუმენტაციისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2 / პეკინის 34;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.

დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gig.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ Construction Site Manager.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15.05.2024.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ მეილზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" (ს/კ: 404927610) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ იმავე ელექტრონულ მისამართზე.

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე