Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Delog
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "დელოგ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მხიარულ, მიზანდასახულ, იუმორის გრძნობის მქონე გუნდის ახალ წევრს, რომელიც შემოიტანს პოზიტივს, ახალ ხედვებს, იდეებს და რაც მთავარია მოიზიდავს ახალ მომხმარებლებს!

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** გამართული მეტყველება;
** თვითპრეზენტირების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** კრეატიულობა
** მიზანდასახულობა

ვაკანსიის შესახებ:

** ადგილმდებარეობა: თბილისი
** კატეგორია: კორპორატიული გაყიდვები
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების ქსელის განვითარებაზე ზრუნვა - ურთიერთობების დამყარება, როგორც სატელეფონო კავშირით, ასევე შეხვედრების ორგანიზება;
** მომხმარებელზე მორგებული ლოგისტიკური მომსახურების შეთავაზება;
** გუნდის პორტფელის შექმნაში ჩართულობა - არსებული ბაზიდან კლიენტების კონვერტირება (სისტემატური ზარების განხორციელება და ხელმძღვანელზე გადაცემა);
** ყოველთვიური და ყოველდღიური დასახული გეგმის შესრულება;
** კომპანიის პოლიტიკისა და არსებული რეგულაციების მოთხოვნების დაცვა.

ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსები
მდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის N7

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@delog.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე