Робота для біженців з України
ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: გროუგროუ
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
აგრო-მაღაზიათა ქსელი "გროუგროუ" (https://growgrow.ge/) 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და მომხმარებლებს სთავაზობს მცენარის გაზრდასთან და მოვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქსესუარებსა და პროდუქტებს.

"გროუგროუ" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს კომპანიის საკომუნიკაციო წყაროებიდან (სოციალური პლატფორმებისა და საიტის ვირტუალური კაბინეტები, ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონი) შეტყობინებებზე, ოპერატიულად, გამართულად და კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, პასუხის გაცემა;
** მიაწოდოს მომხმარებლებს ინფორმაცია, მოახდინოს მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, გაუწიოს კონსულტირება შესაბამისი პროდუქტების, სერვისებისა და პირობების შესახებ;
** გაყიდვების შესაბამისი სტანდარტების გამოყენებით, აქტიურად მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია;
** კომუნიკაციის პროცესში, დააინტერესოს მომხმარებელი სხვა დამატებითი პროდუქციით;
** განახორციელოს სატელეფონო ზარები მომხმარებლებთან, პროდუქციის შეთავაზებისა და რეალიზების მიზნით;
** უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი;
** პროგრამულად გააფორმოს მომხმარებლის მიერ ონლაინ შეძენილი პროდუქცია;
** უზრუნველყოს მომხმარებელთა პრეტენზიების წინასწარ განსაზღვრულ ფორმაში დაფიქსირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება, შემდგომი რეაგირებისთვის;
** აწარმოოს მონიტორინგი კომპანიის სოციალურ პლატფორმებზე არსებულ ჯგუფში, უცენზურო კომენტარების, არარელევანტური ინფორმაციის, კონკურენტი კომპანიების რეკლამების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით;

კომპანიის პირობები:

** კვება
** დაზღვევა
** FittPass
** ხელფასი: 800 ლარი
** სასიამოვნო სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@growgrow.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე CV-ის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 3 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე