Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: უნიკა
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
მაღაზიათა ქსელი "უნიკა" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციებზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის გამზირი #17
ანაზღაურება: საშუალოდ 700-800 ლარი

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** პროდუქციის განთავსება მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** ინგლისური და რუსული ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: davitmachavariani@hotmail.com. მეილის საგანში (subject) მიუთითეთ რომელი ვაკანსიით ხართ დაინტერესებული.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე