Робота для біженців з України
პროდუქციის განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: პროდუქციის განვითარების სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელურ მაღაზიებში, მიმდინარე და ახალი პროდუქციის რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურის წარმართვა;
** მაღაზიაში პროდუქციის განთავსებისა და ვიზუალიზაციის პერიოდული კონტროლი;
** გაყიდვების სამსახურში მიმდინარე პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
** რუსული ან/და თურქული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პირობები:

** სამუშაო კვირა : ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 3000);
** კომპანია უზრუნველყოფს საწვავს და ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯს;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20.05.2024
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე