Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სამზეო ყვარელი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
სასტუმრო "სამზეო ყვარელი", რომელიც მდებარეობს ქალაქ ყვარელში აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ბუღალტრის მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** დადგენილ ვადებში დეკლარირება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** ბუღალტრული აღრიცხვის წესებისა და პროცედურების ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კომუნიკაციის დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: tako.lukashvili@hgitbilisi.com და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე