Робота для біженців з України
სამედიცინო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ინჟინერი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"4 ჰოსპიტალსი" - სამედიცინო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2014 წელს და ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. "4 ჰოსპიტალსი" არის მრავალი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, რომლის განაცხადია, ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;

კომპანია "4 Hospitals" ეძებს კვალიფიციურ სამედიცინო ინჟინერს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმართვა სამედიცინო ტექნიკისა და აპარატურის მომწოდებელ პარტნიორებთან, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
** მათგან მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და აღწერილობების დეტალურად შესწავლა და აპარატურის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესის მხარდაჭერა;
** კლიენტი ორგანიზაციებისთვის ტექნიკისა და აპარატურის მიწოდებისა და ინსტალაცია-მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მიერ იმპორტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების დეტალური შესწავლა და აქტიური მონაწილეობის მიღება პარტნიორი კლიენტების ტრენინგებში;
** კლიენტი ორგანიზაციების მუდმივი მხარდაჭერა აპარატურის ტექნიკური პრობლემების ოპერატიული მოგვარების საკითხებში;
** საგარანტიო სერვისის უზრუნველყოფა კომპანიის კლიენტი ორგანიზაციებისათვის და მათთვის პროგრამული განახლების მუდმივი უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურის შეკეთება და საჭიროებისას კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში აქტიური ჩართულობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული განათლება;
** სამედიცინო ტექნიკასა და აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
** რთული ტექნიკური პრობლემების მოგვარების გამოცდილება;
** ტექნიკური ტერმინოლოგიის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** ორიენტაცია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე;
** მიღებული დავალებებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა.

ასევე სასურველია:

** ინგლისური და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პირადი ავტომობილისა და მართვის მოწმობის (B კატეგორია) ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს, რომელიც ითვალისწინებს ფიქსირებულ და საბონუსე სისტემით განსაზღვრულ სახელფასო რეინჯს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
** ასევე, შრომის ანაზღაურების ზრდისა და პოზიციური წინსვლის პერსპექტივას.

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge

გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე