Робота для біженців з України
მეცხოველეობის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეცხოველეობის კონსულტანტი
მომწოდებელი: IFAD
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DIMMA) პროგრამა
დავალების სახელწოდება: მეცხოველეობის კონსულტანტი
დავალების #: GEO-2000001393-0008-CS-ICS / GEO-2000001393-0009-CS-ICS

საქართველომ მიიღო დაფინანსება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან (IFAD) მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DIMMA) პროგრამისთვის და გამიზნული აქვს ამ სახსრების ნაწილის გამოყენება საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად.

IFAD-ის დაფინანსება ექვემდებარება IFAD-ის მიერ დამტკიცებას დაფინანსების შესახებ შეთანხმების პირობების და IFAD-ის წესების, პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად. IFAD-ის ოფიციალური პირები, აგენტები და თანამშრომლები დაცული იქნებიან რომელიმე მხარის მიერ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DIMMA) პროგრამასთან დაკავშირებით წამოყენებული ნებისმიერი სახის და ხასიათის სასამართლო სარჩელისგან, წარმოებისგან, პრეტენზიისაგან, მოთხოვნისგან, დანაკარგისგან, ზარალისგან და ვალდებულებისგან.

საკონსულტაციო მომსახურება ("მომსახურება") მოიცავს IFAD-ის დაფინანსებული DiMMA პროგრამის დახმარებას მისი საერთო მიზნის მიღწევაში პროგრამის ბენეფიციარებისთვის ტექნიკური დახმარების განხორციელების საშუალებით სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში. კონსულტანტი დაეხმარება DiMMA პროგრამის ბენეფიციარებს სათანადო ცოდნის და პრაქტიკული უნარების ათვისებასა და განვითარებაში მათი სამეურნეო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

ამ დავალების მთავარი მიზანია პროგრამის ბენეფიციარებისთვის სათანადო ტრენინგების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს მათი სამეურნეო პრაქტიკის გაუმჯობესებას. DiMMA-ს მეცხოველეობის სპეციალისტის ზედამხედველობით კონსულტანტმა უნდა მოამზადოს ტრენინგების თემატური და პრაქტიკული მასალები და საველე ტრენინგები ჩაუტაროს ბენეფიციარებს. ტრენინგების პროგრამა პრაქტიკული, კომპლექსური, აუდიტორიაზე ორიენტირებული უნდა აიყოს და უნდა მოიცავდეს მართვის ტექნიკურ და საოპერაციო საკითხებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ტექნიკური დავალების წინასწარი ვარიანტი შემდეგ ბმულზე:
https://www.dropbox.com/scl/fi/92jd27z44tx74xq4ps8g8/ToR-Animal-Husbandry-Consultant_PIU-020424_GEO.docx?rlkey=23exyhqk0340ydtl3axytvqvq&dl=0

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ("დამკვეთი") მომსახურების განხორციელების მიმართ ინტერესის გამოხატვისთვის იწვევს უფლებამოსილ ინდივიდუალურ კონსულტანტებს ("კონსულტანტები"). დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მათ კვალიფიკაციას და შესაბამის გამოცდილებას. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ქვემოთ ბმულზე მოცემული დაინტერესების გამოხატვის ფორმა
https://www.dropbox.com/scl/fi/3tnzjqwsp2nx2u1nuzeti/IFAD-Request-for-Expressions-of-Interest_IC_Animal-Husbandry-Consultant.docx?rlkey=u3coymk79safssgjibpn5ewr7&dl=0

ან შეავსონ დაინტერესების გამოხატვის ფორმის ქართული ვერსია:
https://www.dropbox.com/scl/fi/hmkde7hkinyeopymnm616/IFAD-Request-for-Expressions-of-Interest_IC_Animal-Husbandry-Consultant_GEO.docx?rlkey=8wcnm73ivu2pmullsl383jk65&dl=0 და შევსებული ფორმა გააგზავნონ მისამართზე dimma@mepa.gov.ge.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა გაითვალისწინონ IFAD-ის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის პოლიტიკას და IFAD-ის საქმიანობასა და ოპერაციებში თაღლითობის და კორუფციის აღკვეთის გადასინჯულ პოლიტიკას. ეს უკანასკნელი შეიცავს IFAD-ის დებულებებს აკრძალული პრაქტიკის შესახებ. IFAD ცდილობს შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო, სადაც ადგილი არ ექნება სექსუალურ შევიწროებას, ექსპლუატაციას ან ძალადობას, როგორც დეტალურად არის აღწერილი სექსუალური შევიწროების, ექსპლუატაციის და ძალადობის პრევენციის IFAD-ის პოლიტიკაში.

კონსულტანტს არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა ფაქტიური ან პოტენციური კონფლიქტი. კონსულტანტი, რომელსაც აქვს ინტერესთა ფაქტიური ან პოტენციური კონფლიქტი დისკვალიფიცირებული იქნება IFAD-ის მიერ, თუ IFAD არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას. კონსულტანტს აქვს ინტერესთა კონფლიქტი, თუ ა) მას ვინმეს აწვდის მისთვის არანებადართულ ან კონფიდენციალურ ინფორმაციას ან ახდენს გავლენას შერჩევის პროცესზე და კონტრაქტის განხორციელებაზე; ბ) აქვს ბიზნეს ან ოჯახური კავშირები შემსყიდველის დირექტორთა საბჭოს წევრთან, მის თანამშრომელთან ან სხვა პიროვნებასთან, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობდა (i) დაინტერესების გამოხატვის შესახებ მოთხოვნის REOI) მომზადებაში, (ii) შესყიდვების პროცესში წინასწარი შერჩევის ჩამონათვალის მომზადების ან შერჩევის პროცესში; (iii) კონტრაქტის განხორციელებაში. დაინტერსების გამოხატვის, შერცევის და კონტრაქტის განხორციელების პერიოდში კონსულტანტი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს ინტერესთა ფაქტიურო ან პოტენციური კონფლიქტის ყველა ფაქტის შესახებ. რომელიმე ამგვარი ფაქტის დაფარვას მოჰყვება შესაბამისი შედეგები, მათ შორის დისკვალიფიკაცია, კონტრაქტის შეწყვეტა ან სხვა მსგავსი ზომები IFAD-ის პროექტებში და ოპერაციებში თაღლითობის და კორუფციის პრევენციის პოლიტიკის შესაბამისად.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევის (ICS) მეთოდის გამოყენებით, რომელიც IFAD-ის პროექტის შესყიდვების ცნობარში არის აღწერილი. ამ ცნობარის ნახვა შესაძლებელია IFAD-ის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე https://www.ifad.org/documents/38711624/39421018/proc_handbook_e.pdf/2febc53a-4244-4447-a788-d06a632fd3b5?t=1632495863021

საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონსულტანტის მიმართ

** ბაკალავრის ხარისხი სარძევე მეცხოველეობაში, მესაქონლეობაში ან სხვა შესაბამის დარგში;
** სარძევე მეცხოველეობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სარძევე მეცხოველეობის და ცხოველთა კვების პრაქტიკული გამოცდილება და საფუძვლიანი ცოდნა ცხოველების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ლაქტაციის განსხვავებულ ეტაპებზე კვებითი რაციონის შემუშავების უნარი;
** მეცხოველეობის ძირითადი პრინციპების, კერძოდ ცხოველების ჯანმრთელობის, წველის ჰიგიენის. ** ცხოველების კეთილდღეობის, ხარისხიანი საკვების და წყლის, დაავადებების პრევენციის, უსაფრთხოების და სამეურნეო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
** გარემოს დაცვის და მეცხოველეობის დარგის მარეგულირებელი საქართველოს კანონების საფუძვლიანი ცოდნა
** დარგში არსებული ტენდენციების მრავალმხრივი ცოდნა;
** მენტორობის და პრეზენტაციის ჩინებული უნარები;
** ინდივიდუალურ ფერმერებთან და ფერმერთა ჯგუფებთან ურთიერთობების დამყარების უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის ჩინებული უნარი;
** მრავალდარგოვან გარემოში გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირების და გადაწყვეტის შემუშავების უნარი;
** კომპიუტერის (Microsoft Office - Word, Excel, და PowerPoint და ინტერნეტის) ჩინებული ცოდნა.

დავალების ხანგრძლივობა და კონტრაქტის პირობები

კონსულტანტმა უნდა შეასრულოს სამუშაო წინამდებარე ტექნიკური დავალების და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმებული პაუშალურ თანხიანი (ფიქსირებულ ფასიანი) კონტრაქტის საფუძველზე.

კონსულტანტმა უნდა ჩაატაროს ტრენინგები 6 რეგიონში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში. დავალება მოიცავს 109 ტრენინგის ჩატარებას მინიმუმ 1090 პერსონაზე და 8 გაცვლითი ვიზიტის ჩატარებას მინიმუმ 80 პერსონაზე.

კონსულტანტის კონტრაქტის პერიოდი არის 1 წელი (გაგრძელების შესაძლებლობით სამუშაოს დამაკმაყოფილებელი შესრულებს და თანხების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში). კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამთვიანი საცდელი პერიოდი.

დაინტერესების გამოხატვის შესახებ წინამდებარე მოთხოვნის (REOI) განმარტებების შესახებ თხოვნა უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე dimma@mepa.gov.ge.

დაინტერესების გამოხატვა (EOI) უნდა მოხდეს წერილობით ამ მიზნით შემუშავებულ ფორმის გამოყენებით და წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2024 წლის 6 მაისის სამუშაო დღის ბოლომდე.

პროექტის მართის ერთეული
მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი 6, თბილისი, 0159, საქართველო, მე-2 კორპუსი, 1-ელი სართული
ელ-ფოსტის მისამართი: dimma@mepa.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე