Робота для біженців з України
ინსტალატორი - თბილისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.

DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ყოლა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო ან IT სფეროში

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

ბენეფიტები კომპანიისგან:

** ავტომობილის დაზღვევა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
** საწვავით უზრუნველყოფა

სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით); შაბათი 10:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი (2000 ლარიდან)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2024 წლის 03 მაისის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge და დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება "ინსტალატორი თბილისში".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე