Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია, შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.diplomatholding.com.ge

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა ფინანსების მიმართულებით უმაღლესი განათლება
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების: Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება/ანგარიშგების მომზადება;
** ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის გარე აუდიტორთან ურთიერთობა - სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და მიწოდება;
** რეპორტების, პრეზენტაციებისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** კომუნიკაბელურობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს, და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV მისამართზე; hr@holding.com.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე