Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

"ექსტრამითის პავილიონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება.
** სალარო ოპერაციების ზუსტი და დროული აღრიცხვა.
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ენერგიულად, სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება.
** სტუმართან დღის შეთავაზებების და ახალი პროდუქციის შესახებ კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
** გამართული მეტყველების უნარი.
** 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ჩვენთან გთავაზობთ:

** ოჯახურ სამუშაო გარემოს.
** ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას.
** სწავლა, განვითარებას, კარიერულ წინსვლას.
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე.
** სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი.
** სამუშაო განაკვეთი: თვეში მუშაობთ 15 დღე.
** ანაზღაურება: დღეში 60 ლარი + ბონუსი (გამომუშავების მიხედვით).

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი ოჯახის ახალი წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@extrameat.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 30 24 30

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (თბილისი).

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს FACEBOOK გვერდს: https://www.facebook.com/extrameatpavilion

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე