Робота для біженців з України
ავტოპარკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერი
მომწოდებელი: DG ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
კომპანია "DG ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალების ზედამხედველობა;
** კომპანიის ავტოპარკში არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალებების და სპეც. ტექნიკის დაზიანების შეფასება, შესაბამისი სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა;
** შესაბამის პროგრამაში ვიდეო ჯარიმების კონტროლი, რეპორტის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** გასაყიდი ტექნიკისთვის დოკუმენტაციის მომზადება, გადაფორმების დასრულებამდე სრული ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@dgholding.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე