Робота для біженців з України
საწყობის გამგე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის გამგე
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
კომპანია "ბიომარკეტი" ქოლცენტრი, რომელიც 7 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს სილამაზისა და ჯანდაცვის სფეროში, აცხადებს საწყობის გამგის ვაკანსიას!

ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას აძლევს დასაქმებულს, მიიღოს ცოდნა და გამოიყენოს ეფექტური მუშაობისთვის, განივითაროს უნარები და შეიქმნას მყარი ფუნდამენტი კარიერული წინსვლისთვის!

ჩვენ გეძებთ შენ, თუ ხარ:

** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობიანი
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული

და გაქვს:

** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.

ძირითადი შესასრულებელი ამოცანებია:

** ჩამოსული პროდუქტის მიღება/ჩაბარება;
** პროდუქტების დათვლა და აღწერის ჩაბარება ხელმძღვანელისთვის;
** შეკვეთების აწყობა;
** გამზადებული შეკვეთების კურიერებზე განაწილება;
** უკან მობრუნებული ამანათების დაშლა, დახარისხება.

რას გთავაზობთ?

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 (1 საათიანი შესვენება გათვალისწინებულია),
** ანაზღაურება 500 ლარი + ბონუსი
** მეგობრული გუნდი, სასიამოვნო გარემო,
** პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა
** FitPass

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: biomarket23@gmail.com, subject-ში აუცილებლად მიუთითეთ საწყობის გამგე! გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე