Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: რესტორანი ვოი სამზარეულო
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ რესტორანი "ვოი სამზარაულო" (VOI CUISINE) აცხადებს დიასახლისის ვაკანტურ პოზიციას.

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
** ანაზღაურება დამოკიდებულია სასურველ გრაფიკზე და აღწევს 2000 ლარს თვეში (ნეტ)
** ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ ლოკაციას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პროფესიონალი შეფისგან სწავლის საშუალებას.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის სამზარეულოსა, შიდა და გარე სივრცეებში სისუფთავის უზრუნველყოფა (140 კვადრატული მეტრი);
** ჭურჭლის რეცხვა დღეში რამდენჯერმე საჭიროების მიხედვით;
** მაგიდების მოწესრიგება რესტორანში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** სისუფთავის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული მომსახურების, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოებისა სტანდარტების სრული დაცვა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ფიზიკური გამძლეობა
** მენტალური გამძლეობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დიასახლისად მუშაობის გამოცდილება

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: voicuisine@gmail.com. სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელების მითითებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე