Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი ვოი სამზარეულო
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ რესტორანი "ვოი სამზარეულო" (VOI CUISINE) აცხადებებს მიმტანის ვაკანტურ პოზიციას.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
** ანაზღაურება: დამოკიდებულია სასურველ გრაფიკზე და აღწევს 2000 ლარს თვეში (ნეტ) + თიფსები დამატებით.
** ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ ლოკაციას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პროფესიონალი შეფისგან სწავლის საშუალებას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათი მომსახურება რესტორანში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** მომხმარებელთა შეკვეთების მიღება, შეკვეთის სამზარეულოსთვის ოპერატიულად კომუნიცირება და ანგარიშსწორების დროული და სწორი უზრუნველყოფა;
** სრული მენიუს, კერძებისა და სასმელების შემადგენლობისა და შესაბამისობის ცოდნა და მომხმარებელთათვის შეთავაზება;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება რესტორანში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
** კომპანიაში არსებული მომსახურების, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოებისა სტანდარტების სრული დაცვა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ფიზიკური გამძლეობა
** მენტალური გამძლეობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სასურველია მიმტანად მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: voicuisine@gmail.com სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელების მითითებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე