Робота для біженців з України
უფროსი .Net დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი .Net დეველოპერი
მომწოდებელი: ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი .Net დეველოპერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტანდარტული გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ;
** ფიქსირებული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული გუნდი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება;
** არსებული პროგრამული პროდუქტების მოდიფიცირება;
** გამართული მონაცემთა ბაზებისა და აპლიკაციების შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;
** დამტკიცებული დიზაინის მიხედვით აპლიკაციის ვიზუალის აწყობა;
** პროგრამისტების გუნდთან და ბიზნეს ანალიტიკოსებთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის შექმნა;
** აპლიკაციის ტესტირება, შესაძლო ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** კომპანიაში არსებული პროგრამული პროდუქტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, პრობლემების ანალიზი და აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების / IT მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროგრამისტის პოზიციაზე;
** C# ენის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
** Asp.net / Angular/ .Net Core ტექნოლოგიაზე მუშაობის გამოცდილება;
** ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** TypeScript, JavaScript, CSS მუშაობის გამოცდილება;
** SQL ან Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპლექსური და ეფექტური სკრიპტების შექმნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

თუკი თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილს, გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე- vacancy@wissol.ge; გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "უფროსი .Net დეველოპერი".

თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე, 6 თვის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე